Tuesday, December 1, 2009

აფრიკა, აფრო–ამერიკელების ტრადიციები

არანაირი მენდელსონი და ორკესტრი! ტრადიციული აფრიკული ქორწილები დოლისა და ნაციონალური (გიტარის მაგვარი) ინსტრუმენტების თანხლებით ტარდება.აფრიკაში მცხოვრებთათვის დამახასიათებელი ტრადიციული საცეკვაო მოძრაობები ცოლ–ქმრისა და მათი ახალი ოჯახის სიმბოლოს წარმოადგენს.არსებობს ასეთი საქორწილო ცერემონიაც,როცა სახლის პატრონები ლოცულობენ წინაპართა მიმართ,მათ შესთხოვენ მფარველობასა და დოვლათს,ხოლო სტუმრები ერთხმად პასუხობენ „აიე“,რაც ნიშნავს „დაე იყოს ასე“. ამის შემდეგ მთელს იატაკზე ასხამენ ნაკურთხ წყალს,ხოლო იმისათვის რომ ბოროტი სულები არ მივიდნენ ამ ცერემონიაზე,სპეციალური მცენარის ნამწვავ ბოლს ახჩოლებენ იქაურობას.
კენიაში ქორწილის დროს პატარძალს ხელებს და ფეხებს რიტუალური ორნამენტებით უღებავენ, წითელ და შავ ფერებში.საღებავი მთელი წელი რჩება სხეულზე,რაც სიმბოლურად ქალის ახალ სტატუსს განსაზღვრავს.
ოდესღაც ა.შ.შ.– ში წაყვანილმა აფრიკელმა მონებმა,რამდენადაც შეძლეს
შემოინახეს თავიანთი საქორწილო ტრადიციები და რიტუალები.ასე მაგალითად.აფრო ამერიკელებმა ა.შ.შ.–ში ჩაიტანეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საქორწილო ცერემონიის დროს სიძე და პატარძალი უნდა გადამხტარიყვნენ რაიმე ბარიერზე,რითაც ხაზს უსვამდნენ თავიანთ კავშირს.
კგატლას ტომში (სამხრეთ აფრიკა) არსებობდა ტრადიცია,რის მიხედვითაც პატარძალი ქორწილის მეორე დღეს აუცილებლად უნდა მიხმარებოდა სხვა ქალებს სახლის დასუფთავებაში.ამით იგი თავისი მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენდა,გაძღოლოდა საოჯახო საქმეებს სანამ თავის ადგილს მყარად დაიმკვიდრებდა თავის ახალ ოჯახში.

No comments:

Post a Comment