Tuesday, November 24, 2009

ჩემი ოცნების ქალაქი



რიო-დე-ჟანეირო (პორტ. იანვრის მდინარე) შტატისა და ქალაქის სახელწოდებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში. ქალაქს შემოკლებით მოიხსენიებენ, როგორც ’’’რიო’’’, და იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით კოპაკაბანა და იპანემა, ასევე იესოს გიგანტური ძეგლით ('Cristo Redentor') კორკოვადოს მთაზე, და ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქს უდიდესი ტყე-პარკი აქვს აგლომერაციის ფარგლებში სახ. Floresta da Tijuca (ტიჟუკას ტყე).
ქალაქის კოორდინატებია 22°54′S 43°14′W. რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობა დაახ. 6.150.000 (2004) და უჭირავს 1256 კმ². აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ის ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქია სან-პაოლოს შემდეგ და ქვეყნის დედაქალაქი იყო 1960 წლამდე, სანამ ბრაზილია დაიკავებდა მის ადგილს. ქალაქის მცხოვრებლებს კარიოკას უწოდებენ.
ღირსშესანიშნაობები
ქვეყნის და კერძოთ რიო-დე-ჟანერიოს ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებულია კარკოვადოს მთაზე - 704 მეტრის სიმაღლეზე მდგარი ქრისტეს ქანდაკება (სიმაღლე 3
0 მ.). მისი ავტორია - ექთორ და სილვა კოსტა. ქანდაკებაზე მუშაობდა ფრანგი მოქანდაკე პოლ ლანდოვსკი. იგი შესრულებული იქნა პარიზში, შემდეგ კი გადმოიტანეს რიო-დე-ჟანეიროში.
სწორედ ქრისტეს ქანდაკების ნახვის გამო მაქვს ოცნებად რიო-დე-ჟანეიროში მოხვედრა. ვიყავი 8 წლის როდესაც შევიტყე ამ ქალაქის არსებობის შესახებ, ხოლო უკვე დიდ ასაკში გამიჩნდა სურვილი, რომ როდესმე დავდგე ქრისტეს ქანდაკების ქვეშ და დავიყვირო ,,ცხოვრება მშვენიერია.’’

No comments:

Post a Comment