Wednesday, December 9, 2009

დაუვიწყარი დღე

-წავიდეთ დღეს მდინარეზე?
-რა ვიცი გოგო თითქოს წვიმას აპირებს
-არაუშავს წამოვალთ უკან თუ იწვიმებს
-კაი
ჩვეულებრივ გავემზადეთ და წავედით მდინარეზე. ისეთი მზე იყო, რომ ხეს ავეფარეთ და კარტის თამაში დავიწყე მეგობრებთან ერთან. ჩემი დაქალი მართალი აღმოჩნდა, მართლაც კოკისპირული წვიმა წამოვიდა. გეგონებოდა წარღვნა დაიწყო ისეტი შეშინებული გარბოდა ხალხი. ხუთ წუთში სანაპიროზე აღარავინ იყო. ჩვენ გამოვერჩიეთ ყველას და მიუხედავად იმისა რომ წვიმა გვასველებდა, ამასთან ერთად შევცვივდით მდინარეში და ერთმანეთს ვწუწავდით. ალბათ ღრმა ბავშვობამ გაიღვიძა ჩვენში. გავაკეთეთ ტალახის გუბეები და დავიწყეთ გუნდაობა. ამ დღემ ძალიან ბევრი სიხარული და სიცილი მაჩუქა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მართლაც ყველანი თანასწორნი ვართ. ვგიჟობდით და ყველას ერთნაირად გვიხაროდა. ყველა ცდილობდა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა, რომ უფრო გაგვეღიმა, და გამოსდიოდა კიდეც, რადგან იმ წუთას ყველა სისულელე სახალისო იყო. საოცარი დღე იყო. ეს დღე ნამდვილად არასოდეს დამავიწყდება.
მზე, წვიმა, მდინარე და მეგობრები მხოლოდ ეს არის ამ გართობის რეცეფტი.

No comments:

Post a Comment