Wednesday, December 16, 2009

ინტერნეტ რადიო და ინტერნეტ ტელევიზია

დღესდღეობით საქართველოში ინტერნეტ ტელევიზიასა და ინტერნეტ რადიოს შორის ძალიან უმნიშვნელო განსხვავება არსებობს. უფრო სწორად შეიძლება ითქვას განსხვავება მხოლოდ სახელშია. ორივე შემთხვევაში საიტის გახსნის თანავე იშლება გვერდი, რომელზეც სურვილისამებრ ირჩევ პროგრამას და ეცნობი მას. რაც ანსხვავებს ამ ინფორმაციის წყაროს ორ ტიპს, არის აუდიო ჩანაცერები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტ რადიოში შეიძლება შეგხვდეთ. ინტერნეტ ტელევიზიასთან შედარებით ინტერნეტ რადიოში ხშირად შეიძლება სიმგერების მოსმენა და ვიდეო კლიპების ნახვა. ჩემი აზრით როგორც ერთი, ისე მეორე არის ძალზედ საჭირო საზოგადოებისთვის და რაც დრო გავა მით მეტი მომხმარებელი გამოუჩნდებათ მათ. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტის საშუალებით ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს გამოტოვებული გადაცემა, რომელსაც ვერ მიუსწრო ტელევიზორში საყურებლად და თავიდან ბოლომდე მოისმინოს სიმგერა, რომელზეც გვიან გადართო რადიოს მოსმენისას და ამის საშუალებას არქივი მოგვცემს რომელიც თითქიმ ყველა საიტს აქვს.

Wednesday, December 9, 2009

დაუვიწყარი დღე

-წავიდეთ დღეს მდინარეზე?
-რა ვიცი გოგო თითქოს წვიმას აპირებს
-არაუშავს წამოვალთ უკან თუ იწვიმებს
-კაი
ჩვეულებრივ გავემზადეთ და წავედით მდინარეზე. ისეთი მზე იყო, რომ ხეს ავეფარეთ და კარტის თამაში დავიწყე მეგობრებთან ერთან. ჩემი დაქალი მართალი აღმოჩნდა, მართლაც კოკისპირული წვიმა წამოვიდა. გეგონებოდა წარღვნა დაიწყო ისეტი შეშინებული გარბოდა ხალხი. ხუთ წუთში სანაპიროზე აღარავინ იყო. ჩვენ გამოვერჩიეთ ყველას და მიუხედავად იმისა რომ წვიმა გვასველებდა, ამასთან ერთად შევცვივდით მდინარეში და ერთმანეთს ვწუწავდით. ალბათ ღრმა ბავშვობამ გაიღვიძა ჩვენში. გავაკეთეთ ტალახის გუბეები და დავიწყეთ გუნდაობა. ამ დღემ ძალიან ბევრი სიხარული და სიცილი მაჩუქა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მართლაც ყველანი თანასწორნი ვართ. ვგიჟობდით და ყველას ერთნაირად გვიხაროდა. ყველა ცდილობდა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა, რომ უფრო გაგვეღიმა, და გამოსდიოდა კიდეც, რადგან იმ წუთას ყველა სისულელე სახალისო იყო. საოცარი დღე იყო. ეს დღე ნამდვილად არასოდეს დამავიწყდება.
მზე, წვიმა, მდინარე და მეგობრები მხოლოდ ეს არის ამ გართობის რეცეფტი.

ოლეგ პანფილოვი ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს


saqarTveloSi Camovida rusi Jurnalisti oleg panfilovi, romelic gaxlavT eqstremaluri Jurnalistikis centris xelmZRvaneli. misi saqarTveloSi sacxovreblad darCenis mizezad CaiTvala ruseT-saqarTvelos urTierTobebi. Jurnalistma ver gauZlo ruseTis xelisuflebis politikas da amjobina wasvla iq, sadac misi azriT samarTali sufevs da es adgili saqarTveloa. oleg panfilovi gaagrZelebs Jurnalistobas da wauZRveba gadacemas, romelic axal telearx ,,pirveli kavkasiurze’’ gava eTerSi. Jurnalisti gazeT komersantisTvis micemul interviuSi acxadebs, rom aqvs SemoTavazeba saqarTvelos erT-erT saukeTeso universitetSi waikiTxos leqciebi. saubaria ilia WavWavaZis saxelobis saxelmwifo universitetze. Jurnalisti daTanxmda am winadadebas, da sul male WavWavaZis universitetis magistrantebi gaicnoben panfilovs leqtoris ampluaSi. .

Wednesday, December 2, 2009

რუსთავი 2

რუსთავი2 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტელეარხია მთელს საქართველოში. მის ინტერნეტ საიტზე http://rustavi2.com/ ასევე შეგვიძლია ვიხილოთ ყოველივე, რაც გადის ტელე სივრცეში, მაგრამ ჩემი აზრით საიტით სარგებლობისას მეტის ნახვა შეიძლება გაცილებით ნაკლებ დროში.
გვერდის გახსნის თანავე გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ თუ რა გადაცემები გადის ამ არხზე, რა სახის რეკლამებია და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საიტს ტელევიზიაზე მნიშვნელოვანს ხდის არის არქივი. აქ ინახება ყველა გადაცემა რაც კი ეტერში ყოფილა, რასაც ვერასოდეს ვერ ვნახავთ განმეორებით ტელე ეთერში.

ასევე საიტზე განლაგებულია დამატებითი რეკლამები, რაც ტელევიზიით არ გადის. მე ვფიქრობ საიტით სარგებლობა უფრო მოხერხებულია, ვიდრე ტელევიზორთან ჯდომა და იმის ლოდინი, როდის დამთავრდება რეკლამა რომ შესძლო გადაცემის ყურება.

Tuesday, December 1, 2009

აფრიკა, აფრო–ამერიკელების ტრადიციები

არანაირი მენდელსონი და ორკესტრი! ტრადიციული აფრიკული ქორწილები დოლისა და ნაციონალური (გიტარის მაგვარი) ინსტრუმენტების თანხლებით ტარდება.აფრიკაში მცხოვრებთათვის დამახასიათებელი ტრადიციული საცეკვაო მოძრაობები ცოლ–ქმრისა და მათი ახალი ოჯახის სიმბოლოს წარმოადგენს.არსებობს ასეთი საქორწილო ცერემონიაც,როცა სახლის პატრონები ლოცულობენ წინაპართა მიმართ,მათ შესთხოვენ მფარველობასა და დოვლათს,ხოლო სტუმრები ერთხმად პასუხობენ „აიე“,რაც ნიშნავს „დაე იყოს ასე“. ამის შემდეგ მთელს იატაკზე ასხამენ ნაკურთხ წყალს,ხოლო იმისათვის რომ ბოროტი სულები არ მივიდნენ ამ ცერემონიაზე,სპეციალური მცენარის ნამწვავ ბოლს ახჩოლებენ იქაურობას.
კენიაში ქორწილის დროს პატარძალს ხელებს და ფეხებს რიტუალური ორნამენტებით უღებავენ, წითელ და შავ ფერებში.საღებავი მთელი წელი რჩება სხეულზე,რაც სიმბოლურად ქალის ახალ სტატუსს განსაზღვრავს.
ოდესღაც ა.შ.შ.– ში წაყვანილმა აფრიკელმა მონებმა,რამდენადაც შეძლეს
შემოინახეს თავიანთი საქორწილო ტრადიციები და რიტუალები.ასე მაგალითად.აფრო ამერიკელებმა ა.შ.შ.–ში ჩაიტანეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საქორწილო ცერემონიის დროს სიძე და პატარძალი უნდა გადამხტარიყვნენ რაიმე ბარიერზე,რითაც ხაზს უსვამდნენ თავიანთ კავშირს.
კგატლას ტომში (სამხრეთ აფრიკა) არსებობდა ტრადიცია,რის მიხედვითაც პატარძალი ქორწილის მეორე დღეს აუცილებლად უნდა მიხმარებოდა სხვა ქალებს სახლის დასუფთავებაში.ამით იგი თავისი მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენდა,გაძღოლოდა საოჯახო საქმეებს სანამ თავის ადგილს მყარად დაიმკვიდრებდა თავის ახალ ოჯახში.

Tuesday, November 24, 2009

ჩემი ოცნების ქალაქი



რიო-დე-ჟანეირო (პორტ. იანვრის მდინარე) შტატისა და ქალაქის სახელწოდებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში. ქალაქს შემოკლებით მოიხსენიებენ, როგორც ’’’რიო’’’, და იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით კოპაკაბანა და იპანემა, ასევე იესოს გიგანტური ძეგლით ('Cristo Redentor') კორკოვადოს მთაზე, და ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქს უდიდესი ტყე-პარკი აქვს აგლომერაციის ფარგლებში სახ. Floresta da Tijuca (ტიჟუკას ტყე).
ქალაქის კოორდინატებია 22°54′S 43°14′W. რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობა დაახ. 6.150.000 (2004) და უჭირავს 1256 კმ². აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ის ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქია სან-პაოლოს შემდეგ და ქვეყნის დედაქალაქი იყო 1960 წლამდე, სანამ ბრაზილია დაიკავებდა მის ადგილს. ქალაქის მცხოვრებლებს კარიოკას უწოდებენ.
ღირსშესანიშნაობები
ქვეყნის და კერძოთ რიო-დე-ჟანერიოს ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებულია კარკოვადოს მთაზე - 704 მეტრის სიმაღლეზე მდგარი ქრისტეს ქანდაკება (სიმაღლე 3
0 მ.). მისი ავტორია - ექთორ და სილვა კოსტა. ქანდაკებაზე მუშაობდა ფრანგი მოქანდაკე პოლ ლანდოვსკი. იგი შესრულებული იქნა პარიზში, შემდეგ კი გადმოიტანეს რიო-დე-ჟანეიროში.
სწორედ ქრისტეს ქანდაკების ნახვის გამო მაქვს ოცნებად რიო-დე-ჟანეიროში მოხვედრა. ვიყავი 8 წლის როდესაც შევიტყე ამ ქალაქის არსებობის შესახებ, ხოლო უკვე დიდ ასაკში გამიჩნდა სურვილი, რომ როდესმე დავდგე ქრისტეს ქანდაკების ქვეშ და დავიყვირო ,,ცხოვრება მშვენიერია.’’

Wednesday, November 11, 2009

rusuli saitebi

sami rusuli saitis arqivis daTvalierebis Semdeg miviRe informacia imis SeSaxeb, Tu ramdenad iyvnen isini CarTulni 2008 Wlis 7-15 agvistos movlenebSi. saiti www.lenta.ru informaciebis mravalferovnebis miuxedavad ar Seicavs arqivs, romelic informacias Tveebis mandzilze inaxavs. aqedan gamomdinare SeuZlebelia imis dadgena, ramdenad Rrmad iyo is Cafluli agvistos movlenebSi. rac Seexeba www.gazeta.ru -s arqivs, is am drois monakveTSi Seicavs 98 statias, romelSic ganxilulia ruseT-saqarTvelos urTierToba, omi, devnilebis bedi, meTaurebis molaparakebebi da ase Semdeg. am ori saitis garda davaTvaliere www.kavkaz-uzel.ru -s saiti romelic yvelaze vrclad ganixilavda agvistos movlenebs, razec am saitis arqivi metyvelebs. saitis gverdebi savsea statiebiT, romelic mxolod ruseT-saqarTvelos konfliqts exeba. ufro zustad rom vTqvaT 343 statiaa aseTi Sinaarsiis da iqidan gamomdinare rom am dReebSi sul mTlianobaSi 355 statiaa dabeJdili, mivdivarT im daskvnamde, rom saiti es dReebi mTlianad konfliqtis Temas ganixilavda.

Monday, November 9, 2009

საიტების შედარება

პირველიდან ხუთი ნოემბრის ჩათვლით www.presa.ge საიტის პოლიტიკურ გვერდზე განხილულია 9 თემა. ესენია:
1.”დაიცავი საქართველოს“ შეხვედრებს პოლიცია ”აკონტროლებს“
2. როგორი იქნება მეოთხე?! წერილი მეორე
3.თავდაყირა ქვეყანა
4. პოლიტიკოსებიც ტირიან
5. ლეიბორისტებს კონკურენტები გამოუჩდნენ
6. საქართველო რუსული პროდუქტის გარეშე!
7. როგორ ვემზადებით?!
8. როდის და სად გააჩერებენ ღია აგრესიაზე გადასულ რუსეთს?
9. პუტინსა და მედვედევს შორის დაპირისპირებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
ამავე საიტზე, ეკონომიკა სულ ექვსი სტატიით არის განხილული. ესენია:
1. მშენებლებს, როგორც იქნა, სესხი უთავაზეს
2. ბანკებმა ლაგამი ცოტათი მოუშვეს
3. პროფკავშირები და პროლეტარები სალარო აპარატების წინააღმდეგ
4. საქართველოში მყარი მხოლოდ ვალუტაა
5. საბიუჯეტო დოღი პარლამენტში
6. გამტყავებელნი და გატყავებულნი
ხელოვნების გვერდი მცირეა და ამ დროის მონაკვეთში მხოლოდ ორი სტატიითა და ერთი ვიდეოთი არის განხილული კულტურის თემები.
1. დესტრუქციული ვიშვიში სადირიჟორო პულტის გარშემო
2. ”ბითლზები” ვაშლში [video]
www.ambebi.ge –ს პოლიტიკურ გვერდზე მეტად ბევრი ინფორმაციაა, რომელიც შეიცავს თემებს:
1. შევარდნაძე: ბერლინის კედლის ნგრევას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ
2. გიორგი ახვლედიანის ოჯახში კრიზისია
3. "რუსეთი ცდილობს, საქართველოს მარგინალიზაცია გამოიწვიოს"
4. "ღმერთი მოუვლის ყველას, ავსაც და კარგსაც"
5. 7 ნოემბერს სააკაშვილი მშვიდად შეხვდება
6. კონსტანტინე გამსახურდია დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა თუ პარლამენტში "შეტყუებული" დეპუტატი?!
7. ზურაბ ტყემალაძე - თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გაზრდა პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგება
8. კობა დავითაშვილი მერის კანდიდატობისთვის ემზადება
9. კახა კაციტაძე - ვიდრე არ გავიაზრებთ, რომ ქართული სახელმწიფო არ შემდგარა, არაფერი გამოვა
10. ხუთი ლარი 100 დოლარის სანაცვლოდ
11. "ეს უმძიმესი დღე იყო ქვეყნისთვის და უპირველესად ხელისუფლებისათვის"
12. "ნათელაშვილი რუსების ყურმოჭრილი ფინიაა"
13. მოსკოვში გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმებას ითხოვენ
14. კონსტანტინე გამსახურდიას დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა ერთხმად აღუდგინა
15. დევიდ მილიბენდი საქართველოს შესახებ
16. "ხელისუფლებას ძლევამოსილების ფაზის შემდგომ შიშის ფაზა დაუდგა"
17. "ეს დოყლაპიები თბილისის ქუჩებში კვახების გორებით ირთობენ თავს"
18. პატრიარქზე შექმნილი პაროდიების გამო საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე დებატები დუღს
19. რუსეთის დუმამ გრიგოლ ვაშაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის განხილვის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
20. კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად შესაძლოა, ნინა წკრიალაშვილი დაინიშნოს
21. გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერა
22. ალექსანდრე შალამბერიძე - ვითხოვ, საჯაროდ გაკეთდეს განცხადება მმართველ პარტიაში, გარიცხული ვარ, თუ რას მიპირებენ
23. სოზარ სუბარი გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველი უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
24. "პანკისში რეალურად იმყოფებიან ე.წ. ვაჰაბიტები"
25. რატომ დაითხოვეს დავით ოქიტაშვილი?
26. საქართველო რუსების გონებაზე გავლენას ახდენს?
27. ვინ შეუერთდება 7 ნოემბრის აქციას
28. რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველო შეიარაღებას ნატოს-გან, ისარაელისა და უკრაინისგან კვლავ იღებს
29. ბაქოში BSEC-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომა გაიმართა
30. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ კომისიაში ლევან ვეფხვაძე და რატი მაისურაძეც შევლენ
31. უტიაშვილის რუკა და ათასობით ინდაური
32. ილია მეორე - ჩვენ არასდროს არ დავთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სამუდამოდ დამკვიდრდეს
ეკონომიკა განხილულია თემებით: 1. გამოვლენილია მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ცენტრები 2. ამერიკული საკრეტიდო კომპანია ”CIT Group”-ი გაკოტრდა 3. ხორბლის მოსავალი წლიდან წლამდე მცირდება 4. "უთვალავი" უმუშევრობა 5. “თემს სთილ ლიმიტედის” გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს პრეზიდენტს, დახმარება 2 ნოემბერს კიდევ ერთხელ სთხოვა
6. ”ელიტ ელექტრონიქსმა” მუშაობა განაახლა 7. ზურაბ ტყემალაძე - თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გაზრდა პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგება 8. როგორ იხარჯება დონორების ფული 9. მშრალი ხიდის "სერვიზცენტრი" კულტურა საკმაოდ ვრცლად არის განხილული:
1. "ვისაც "ქართლის ცხოვრება" კარგად აქვს წაკითხული, რაც დღეს ხდება, აღარ გაუკვირდება
2. კრისტოფერ ლის ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდება მიანიჭეს
3. მელ გიბსონის რუსმა საყვარელმა გოგონა გააჩინა
4. ზაზა აზმაიფარაშვილი ოპერიდან გათავისუფლების ფორმით უკმაყოფილოა
5. "ფესტივალის გაშუქებისას პრესამ უკეთ იმუშავა, ვიდრე ტელევიზიებმა"
6. დათო ოქიტაშვილი სტინგისა და ვანესა მეის ჩამოსაყვანად ემზადება
7. ანი კეკუას დაფარული სურვილები
8. როგორ მოატყუა ქეთამ ბაქოელები
9. "ჩემი მოსაზრებების გამო ოსებმა მოღალატედ შემრაცხეს"
10. "მის როსია" ქართველია!
11. ფაბიო ასუნსონი - არშემდგარი მუსიკოსი
12. ”ბეჭდების მბრძანებელისა” და ”მატრიცას” რეჟისორი მუჰამედ წინასწარმეტყველზე ფილმს გადაიღებს
13. ჯაზზე შეყვარებული მუსიკოსი, რომელიც გია ყანჩელმა რობერტ სტურუას სპექტაკლში პიანისტად მიიწვია
14. სოხუმის თეატრი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს; დიმა ჯაიანმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა
15. რატომ არ სიამოვნებდა ანა ცინაძეს კომპლიმენტების მიღება საპირისპირო სქესისგან
16. არის თუ არა ანრის ახალი კლიპი ხელისუფლების დაკვეთა
17. ნინო ბაშარულს სიმღერაში სიყვარული უშლის ხელს
18. "ქეციანი" აპარატით მოვლილი 35 ქვეყანა და "პიონერფილმის" ვარსკვლავი
19. რატომ დაითხოვეს დავით ოქიტაშვილი?
20. "მომწონს თამამად ჩაცმული მამაკაცები"

Wednesday, October 21, 2009

ახალი წელი სვანეთში



ყველა ქვეყანაში ახალ წელს განსხვავებულად ხვდებიან. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ხვდებოდნენ ახალწელიწადს ჩვენში, კერძოდ კი სვანეთში?
სვანეთში ახალი წლის წინა ღამეს აცხობდნენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი იყო დიდი და შუაში ჯვარი ჰქონდა გამოსახული. გიდელაში ჩააწყობდნენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და კარებთან ჰკიდებდნენ, რომ მაკვლიელს მზად დახვედროდა. როგორც კი ირიჟრაჟებდა, ოჯახის უფროსი ადგებოდა, ცეცხლს დაანთებდა, გააღვიძებდა დიასახლისს, დიასახლისი კი შვილს. მერე მამაკაცი ახსნიდა ხარს, მოაბამდა რქებში ბაწარს და გაუძღვებოდა წინ. ბავშვი ხარს მისდევდა, დედას გიდელი ეკიდა ზურგზე. სანამ სახლში არ დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს არ უნდა დალაპარაკებოდნენ. მივიდოდნენ წყაროსთან, ხარს წყალს დაალევინებდნენ . ოჯახის მეკვლეებს მდინარიდან წყალი მოჰქონდათ. ამის შემდეგ მიდიოდნენ კალოზე, დადგამდნენ თოვლის ზვინს, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ. როცა მეკვლე მოვიდოდა, დაიძახებდა, კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვსო, შევიდოდა სახლში, სამჯერ შემოუვლიდა, სამჯერ დაილოცებოდა, აიღებდა დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობდა მასზე ყველა, ხორცს, თაფლს, პურსა და ვერცხლს, ჩამოუვლიდა და ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ მიულოცავდა ახალი წლის დადგომას.

ახალი წელი ბულგარეთში





ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ – სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი – სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთში და ავსტრალიაში.