Wednesday, December 16, 2009

ინტერნეტ რადიო და ინტერნეტ ტელევიზია

დღესდღეობით საქართველოში ინტერნეტ ტელევიზიასა და ინტერნეტ რადიოს შორის ძალიან უმნიშვნელო განსხვავება არსებობს. უფრო სწორად შეიძლება ითქვას განსხვავება მხოლოდ სახელშია. ორივე შემთხვევაში საიტის გახსნის თანავე იშლება გვერდი, რომელზეც სურვილისამებრ ირჩევ პროგრამას და ეცნობი მას. რაც ანსხვავებს ამ ინფორმაციის წყაროს ორ ტიპს, არის აუდიო ჩანაცერები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტ რადიოში შეიძლება შეგხვდეთ. ინტერნეტ ტელევიზიასთან შედარებით ინტერნეტ რადიოში ხშირად შეიძლება სიმგერების მოსმენა და ვიდეო კლიპების ნახვა. ჩემი აზრით როგორც ერთი, ისე მეორე არის ძალზედ საჭირო საზოგადოებისთვის და რაც დრო გავა მით მეტი მომხმარებელი გამოუჩნდებათ მათ. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტის საშუალებით ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს გამოტოვებული გადაცემა, რომელსაც ვერ მიუსწრო ტელევიზორში საყურებლად და თავიდან ბოლომდე მოისმინოს სიმგერა, რომელზეც გვიან გადართო რადიოს მოსმენისას და ამის საშუალებას არქივი მოგვცემს რომელიც თითქიმ ყველა საიტს აქვს.

Wednesday, December 9, 2009

დაუვიწყარი დღე

-წავიდეთ დღეს მდინარეზე?
-რა ვიცი გოგო თითქოს წვიმას აპირებს
-არაუშავს წამოვალთ უკან თუ იწვიმებს
-კაი
ჩვეულებრივ გავემზადეთ და წავედით მდინარეზე. ისეთი მზე იყო, რომ ხეს ავეფარეთ და კარტის თამაში დავიწყე მეგობრებთან ერთან. ჩემი დაქალი მართალი აღმოჩნდა, მართლაც კოკისპირული წვიმა წამოვიდა. გეგონებოდა წარღვნა დაიწყო ისეტი შეშინებული გარბოდა ხალხი. ხუთ წუთში სანაპიროზე აღარავინ იყო. ჩვენ გამოვერჩიეთ ყველას და მიუხედავად იმისა რომ წვიმა გვასველებდა, ამასთან ერთად შევცვივდით მდინარეში და ერთმანეთს ვწუწავდით. ალბათ ღრმა ბავშვობამ გაიღვიძა ჩვენში. გავაკეთეთ ტალახის გუბეები და დავიწყეთ გუნდაობა. ამ დღემ ძალიან ბევრი სიხარული და სიცილი მაჩუქა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მართლაც ყველანი თანასწორნი ვართ. ვგიჟობდით და ყველას ერთნაირად გვიხაროდა. ყველა ცდილობდა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა, რომ უფრო გაგვეღიმა, და გამოსდიოდა კიდეც, რადგან იმ წუთას ყველა სისულელე სახალისო იყო. საოცარი დღე იყო. ეს დღე ნამდვილად არასოდეს დამავიწყდება.
მზე, წვიმა, მდინარე და მეგობრები მხოლოდ ეს არის ამ გართობის რეცეფტი.

ოლეგ პანფილოვი ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს


saqarTveloSi Camovida rusi Jurnalisti oleg panfilovi, romelic gaxlavT eqstremaluri Jurnalistikis centris xelmZRvaneli. misi saqarTveloSi sacxovreblad darCenis mizezad CaiTvala ruseT-saqarTvelos urTierTobebi. Jurnalistma ver gauZlo ruseTis xelisuflebis politikas da amjobina wasvla iq, sadac misi azriT samarTali sufevs da es adgili saqarTveloa. oleg panfilovi gaagrZelebs Jurnalistobas da wauZRveba gadacemas, romelic axal telearx ,,pirveli kavkasiurze’’ gava eTerSi. Jurnalisti gazeT komersantisTvis micemul interviuSi acxadebs, rom aqvs SemoTavazeba saqarTvelos erT-erT saukeTeso universitetSi waikiTxos leqciebi. saubaria ilia WavWavaZis saxelobis saxelmwifo universitetze. Jurnalisti daTanxmda am winadadebas, da sul male WavWavaZis universitetis magistrantebi gaicnoben panfilovs leqtoris ampluaSi. .

Wednesday, December 2, 2009

რუსთავი 2

რუსთავი2 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტელეარხია მთელს საქართველოში. მის ინტერნეტ საიტზე http://rustavi2.com/ ასევე შეგვიძლია ვიხილოთ ყოველივე, რაც გადის ტელე სივრცეში, მაგრამ ჩემი აზრით საიტით სარგებლობისას მეტის ნახვა შეიძლება გაცილებით ნაკლებ დროში.
გვერდის გახსნის თანავე გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ თუ რა გადაცემები გადის ამ არხზე, რა სახის რეკლამებია და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საიტს ტელევიზიაზე მნიშვნელოვანს ხდის არის არქივი. აქ ინახება ყველა გადაცემა რაც კი ეტერში ყოფილა, რასაც ვერასოდეს ვერ ვნახავთ განმეორებით ტელე ეთერში.

ასევე საიტზე განლაგებულია დამატებითი რეკლამები, რაც ტელევიზიით არ გადის. მე ვფიქრობ საიტით სარგებლობა უფრო მოხერხებულია, ვიდრე ტელევიზორთან ჯდომა და იმის ლოდინი, როდის დამთავრდება რეკლამა რომ შესძლო გადაცემის ყურება.

Tuesday, December 1, 2009

აფრიკა, აფრო–ამერიკელების ტრადიციები

არანაირი მენდელსონი და ორკესტრი! ტრადიციული აფრიკული ქორწილები დოლისა და ნაციონალური (გიტარის მაგვარი) ინსტრუმენტების თანხლებით ტარდება.აფრიკაში მცხოვრებთათვის დამახასიათებელი ტრადიციული საცეკვაო მოძრაობები ცოლ–ქმრისა და მათი ახალი ოჯახის სიმბოლოს წარმოადგენს.არსებობს ასეთი საქორწილო ცერემონიაც,როცა სახლის პატრონები ლოცულობენ წინაპართა მიმართ,მათ შესთხოვენ მფარველობასა და დოვლათს,ხოლო სტუმრები ერთხმად პასუხობენ „აიე“,რაც ნიშნავს „დაე იყოს ასე“. ამის შემდეგ მთელს იატაკზე ასხამენ ნაკურთხ წყალს,ხოლო იმისათვის რომ ბოროტი სულები არ მივიდნენ ამ ცერემონიაზე,სპეციალური მცენარის ნამწვავ ბოლს ახჩოლებენ იქაურობას.
კენიაში ქორწილის დროს პატარძალს ხელებს და ფეხებს რიტუალური ორნამენტებით უღებავენ, წითელ და შავ ფერებში.საღებავი მთელი წელი რჩება სხეულზე,რაც სიმბოლურად ქალის ახალ სტატუსს განსაზღვრავს.
ოდესღაც ა.შ.შ.– ში წაყვანილმა აფრიკელმა მონებმა,რამდენადაც შეძლეს
შემოინახეს თავიანთი საქორწილო ტრადიციები და რიტუალები.ასე მაგალითად.აფრო ამერიკელებმა ა.შ.შ.–ში ჩაიტანეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საქორწილო ცერემონიის დროს სიძე და პატარძალი უნდა გადამხტარიყვნენ რაიმე ბარიერზე,რითაც ხაზს უსვამდნენ თავიანთ კავშირს.
კგატლას ტომში (სამხრეთ აფრიკა) არსებობდა ტრადიცია,რის მიხედვითაც პატარძალი ქორწილის მეორე დღეს აუცილებლად უნდა მიხმარებოდა სხვა ქალებს სახლის დასუფთავებაში.ამით იგი თავისი მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენდა,გაძღოლოდა საოჯახო საქმეებს სანამ თავის ადგილს მყარად დაიმკვიდრებდა თავის ახალ ოჯახში.