Wednesday, January 20, 2010

ქართველი ემიგრანტების ინტერნეტ საიტები

ქართველი ემიგრანტების რიცხვი ხან მატულობს, ხანაც იკლებს. ემიგრანტების უმეტეს ნაწილს რაღათმა უნდა აწუხებს მონატრება მშობლიური ქვეყნისადმი, ნოსტალგია თითოეული წვრილმანისადმი მათ უფრო დაინტერესებულს ხდის იმის მიმართ, რომ არაფერი გამორჩეთ რაც ხდება საქართველოში. საიტ http://qartveliemigrantebi.blogspot.com/-ის შემქმნელი ქართველი ემიგრანტი ქალია, რომელიც მოუწოდებს ქართველობას ერთიანობისკენ. მისი საიტი შეიქმნა იმ ინტერესით, რომ ემიგრანტებმა ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს. ჩემი აზრით ამ მნიშვნელობით არის დაარსებული ყველა სხვა საიტიც მათში http://qartvelo.net და http://gogaggg.com . ამ საიტებზე განთავსებულია თითქმის ყველა ქართული ტელეარხის პირდაპირი ეთერი, რაც საშვალებას აძლევს ემიგრანტებს უფრო ჩართულნი იყვნენ თავიანთი ქვეყნის ამბებში. ასევე აქ ნახავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სურათებს, ვიდეოებს, სტატიებს ქართული კულტურისა და რელიიგის შესახებ და ბევრ სხვა საინტერესო რამეს რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უკავშირდება და იმ ემიგრანტების განცდებსა და ინტერესებზე საუბრობს რომელნიც ქმნიან ამ ყველაფერს.

No comments:

Post a Comment